26 დეკემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე - მესამე სექტორი პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მესამე სექტორი შსს-ს აკისრებს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მან ვერც დღეს მოისმინა პასუხი შს მინისტრისგან თუ რატომ მისცა საკუთარ თავს უფლება პოლიციამ, რომ კანონი დაერღვია.

„შინაგან საქმეთა მინისტრის  პასუხში არ ჩანდა და არც ერთი პასუხი არ იყო იმის თაობაზე  თუ რატომ არღვევს პოლიცია კანონს და რეალურად შეკრების თავისუფლების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობას აქციის მონაწილეებს  რატომ არ აძლევს და ჩანდა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა მინისტრის მხრიდან, როდესაც მან პოლიტიკურ პროვოკაციებზე ილაპარაკა. თუმცა უფლების დაღვევის საკითხს, ამ თემას არ უპასუხა,“-განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა გუშინ კარვების შეტანის უფლება არ მისცეს. რასაც შეხლა -შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ინციდენტს გამოეხმაურა შს მინისტრი და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოხდინა.

  

დღის ამბები