26 დეკემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი არის რუსეთი, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის,“ - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა 13-დღიან საპროტესტო მსვლელობა ენგურის ხიდზე დაასრულა. ხიდთან, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმს დე ფაქტო საზღვრად აქვს გამოცხადებული, სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

ხელოვნურად გავლებულ საზღვართან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სოფო ბათილაშვილმა შეასრულა. 

„სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავზე აქ ჩამოსვლა ჩემთვის არის ნიშანი იმისა, რომ მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ შევძელი, არ დავიზარე და ვთქვი სათქმელი და მოვუყევი ჩემს შვილს ისტორია, რომელიც მას უნდა ახსოვდეს. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი, ამ მტერს ჰქვია რუსეთი, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი არის რუსეთი, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის,“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. 

დღის ამბები