ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლები შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. მათ დღეს გზაც გადაკეტეს. მერიას მათ არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე ხშირია უბედური შემთხვევები. ერთ ერთი ავტო-საგზაო შემთხვევა ხუდადოვის ქუჩაზე, გუშინ მსხვერპლით დასრულდა. ადგილზე დაიღუპა 3 წლის მოზარდი, ხოლო 3 ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.