26 დეკემბერი 2024,   22:57
ვრცლად
რუსეთი სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას ცდილობს - მკვლევარები სერგეენკოს უწყებიდან რუსეთში ინფორმაციის გაჟონვაზე საუბრობენ

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ მიმოწერა ჯანდაცვის მინისტრსა და აშშ-ს საელჩოს შორის კრემლში აღმოჩდა.

კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ მიმოწერა პროპაგანდის იარაღად გამოიყენა, სერგეენკოსა და ამირან გამყრელიძის პირადი წერილების საფუძველზე, ასევე აშშ-დან გამოგზავნილი დახურული წერილების საფუძველზე იმის მტკიცება დაიწყო, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი მზადდება.

იმის მიუხედავად, რომ სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტაცია და წერილები ამის მტკიცების საფუძველს არ იძლევა, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ ამ მასალით სკრიპალების მოწამვლის გახმაურებული საქმის გადაფარვა სცადა.

როგორც მედიამკვლევარები აცხადებენ, რუსეთი ცდილობს, სკრიპალების ნოვიჩოკით მოწამვლის საქმეში რუსული კვალი  გადაფაროს და  იმის მტკიცება დაიწყეს რომ თავად დასავლეთი და აშშ „წამლავს“ ხალხს.

„რუსეთის მოქალაქეს ედება ბრალი სკრიპალების მოწამვლაში და ერთ-ერთი ГРУ-ს თანამშრომელი იყო - საერთშორისო გამოძიება ამას აჩვენებს. ამ ფონზე რუსული მედია თითქმის ყოველდღიურად და მათი ქართველი სატელიტები ადგილზე ხელოვნურად ცდილობენ შექმნან ვითარება თითქოს უცხოელები წამლავენ ქართველ ხალხს, იმის საპირისპიროდ, რომ კონკრეტული ფაქტი არის სკრიპალების მოწამვლის მცდელობის ნოვიჩოკით, ეს არის დაგეგმილი კამპანია კრემლის მხრიდან. მათი მიზანია გადაფარონ სკრიპალების თემა კონტრბრალდებებით ეს არის რუსეთის სტილი და ჩვენ აქ ვიღებთ ვითარებას, როდესაც  მარტივი ინფორმაციის მოპოვება ისეთ უწყინარ საკითხებზე და წარმატებულ პროექტებზე, როგორიც თუნდა C ჰეპატიტის პროგრამაა, ჯანდაცვის სამინისტროდან არის პრაქტიკულად შეუძლებელი,“ - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები