26 დეკემბერი 2024,   23:09
ვრცლად
"ხდება თუ არა სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენება, ეს არის მთავარი კითხვა," - ანა ნაცვლიშვილი "იბერიას" საქმეზე პასუხებს გამოძიებისგან ითხოვს

„ჰქონდა თუ არა ადგილი, ან ხდება თუ არა სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენება მმართველი პარტიის ინტერესებისთვის,“-ეს კითხვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით აქვს. დღეს კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი გასაჯაროვდა. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურა, რომელიც პირდაპირ ერევა და თავისი შეხდულებებისამებრ ალაგებს სიგარეტის ბაზარს, წყვეტს ვისი დაჯარიმება შეუძლია ფინანსთა მინისტრს და ვისი არაა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქმეში არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„მთავარი კითხვა არის შემდეგი, ჰქონდა თუ არა ადგილი ან ხდება თუ არა სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენება მმართველი პარტიის ინტერესებისთვის. ეს არის ის კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი და სხვა კითხვებთან ერთად, რომელიც სამართალდამცავთა კომპეტენციას განეკუთვნება, ეს კითხვა არის დღის წესრიგში და მას სჭირდება პასუხი მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები