26 დეკემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სერვისების განვითარების სააგენტოდან უკონკურსოდ დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ძმის  გათავისუფლებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავრობისგან მოითხოვს სერვისების განვითარების სააგენტოდან რამდენიმე თვის წინ უკონკურსოდ დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ძმა გაათავისუფლონ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ნიკოლოზ სერგეენკოს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დანიშვნა ნეპოტიზმია.

დღეს ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დავით სერგეენკოს ძმის დანიშვნის შესახებ არაფერი იცის.

თუ როგორ მოხვდა სერვისების განვითარების სააგენტოში ნიკოლოზ სერგეენკო, ვრცელი განმარტება საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გააკეთეს.

დღის ამბები