26 დეკემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ნიუ-იორკში გიორგი მარგველაშვილმა სოხუმში, 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა

ტრაგიკული დღე და სოხუმში 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა დღეს ნიუ-იორკში გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმი გახსნა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, რადგან 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იდგა სოხუმში, რომელსაც რუსეთის არტილერია ბომბავდა. ის მიმართავდა საერთაშორისო გაერთიანებას დახმარებისთვის. 2008 წელს კი მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა დასავლეთს მხარდაჭერისთვის, რადგან ამჯერად, არტილერიის გარდა, რუსეთი ავიაციითაც ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს. ამ ომიდან 10 წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვლენას ისტორიაში თავისი სახელი დაერქვას. კარგია, როდესაც ერთიანი ვართ ტერმინებში და აგრესორს აგრესორს ვუწოდებთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები