08 დეკემბერი 2024,   23:12
ვრცლად
ხმაური ქობულეთში - სოფელ კვირიკეს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

ქობულეთში სოფელ კვირიკეს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს კვირიკეში გადაადგილება შეუძლებელია.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერის მოადგილე შეხვდა. ის ადგილობრივებს გზის ეტაპობრივად რეაბილიტაციას დაჰპირდა. 

სოფლის მოსახლეობა, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალისა და რკინიგზის ბლოკირებით იმუქრება.

დღის ამბები