22 წლის გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა გამარჯვება ძიუდოში, უმაღლეს წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თუშიშვილმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი ქართველი სპორტსმენი უშანგი კოკაური ბოლო წამებზე იპონით, რიგითი მაყურებლისთვის კი უბრალოდ დამაჯერებლად დაამარცხა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გურამი თუშიშვილი მესამე ძიოუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, ესპანეთის სახელით გამოვიდა ნიკა შერაზადაშვილი და ისიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა სხვა წონით კატეგორიაში.