27 დეკემბერი 2024,   02:32
ვრცლად
დემოკრატია კრიზისშია და ქვეყანას კრიმინალები მართავენ - მესამე სექტორი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საუბრობს

დემოკრატია კრიზისშია და ქვეყანას კრიმინალები მართავენ - ამ უმწვავეს დასკვნამდე 13 ქართული ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მივიდა. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი ვიწრო ინტერესებისთვის გამოყენება საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.

არასამთავრობო სექტორს აღარც გამოძიების და აღარც სასამართლოს იმედი აქვს. მათ აზრით, კრიზის დაძლევა ახლა საზოგადოების აქტიურობით და კორუფციაში ჩაფლული მაღალჩინოსნების მხილებით შეიძლება.

სამოქალაქო სექტორი გავრცელებული ჩანაწერების გამო პასუხისმგებლობის აღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებს, თუმცა ამის იმედს მათ არ აძლევს ის პირველი განცხადებები, რაც „ომეგას“ დამფუძნებლის სკანდალური ინტერვიუს გასვლის შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

არასამთავრობოები დარწმუნებულები არიან, რომ ასე ხელისუფლება იმ დაუსჯელობის სინდრომის გამო იქცევა.

უცხოურ ორგანიზაციებს სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მკაცრი მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები