27 დეკემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"შევაგინე... როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი, ეგრე აღარ ხდება"-ახალი აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ყიფიანი სარდაფის ინციდეტს ყვება

ე.წ. სარდაფის ინციდენტი და კიდევ ერთ ახალი აუდიო მასალა, რომლის მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანია. ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების დეტალებს უყვება. ყოფილი მთავარი პროკურორის სახელს არ ახსენებენ, თუმცა საუბრიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ პირი, რომელმაც ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა, აწამა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, სწორედ ოთარ ფარცხალაძეა.

„გიორგი ქურდაძე - რომ შემოხვედი შემოგხედე რაღაც სისხლიანი გქონდა აქ.

ლევან ყიფიანი-რაღაცა ეს იყო რა, შევაგინე რა.

გიორგი ქურდაძე-შენ შეაგინე კაცო? რათა?

ლევან ყიფიანი-შესაგინებელი იყო.

ნიკოლოზ ასანიძე-ეგეთ იმაზე წავიდა ურთიერთობა?

ლევან ყიფიანი-კი.

ნიკოლოზ ასანიძე-რამე გაკადრეს ეტყობა, თორემ აბა რატომ შეაგინებდი.

ლევან ყიფიანი-არაუშავს ხდება კაცები ვართ რა. პროსტა ეგეთი ტიპები არიან იცი როგორები არიან-მე მგონი ჩვენ შორის რჩება, როცა პოლიციელი ხარ, მერე ძველი ბიჭი ხარ, მერე პროკურორი ხარ, ძაან ძნელია რა ეხლა. როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი ხარ, ეგეთი რაღაცეები აღარ ხდება. რა ქვია ეს ტიპი ჩალიჩობსო პირდაპირ.”

"კურიერმა" დღეს ყოფილი მთავარი პროკურორის კონსპირაციულ ბინასაც მიაგნო. საუბარია საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ სართულიან სახლზე, რომლის სარდაფშიც ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა სავარაუდოდ სპორტის ყოფილ მინისტრს რამდენიმე საათი აწამებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

იმას, რომ ნაქირავებ ბინაში არაფორმალური შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ამ შეხვედრების მთავარი ფიგურანტი ფარცხალაძე იყო, ადგილობრივები პირად საუბრებში ადასტურებენ.  რამდენადაც ცნობილია, თავად ლევან ყიფიანიც განცხადების გაკეთებას აპირებს, თუმცა დაადასტურებს თუ არა ის სარდაფის ინციდენტს, ამას მისი ადვოკატი არ  აკონკრეტებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ყოფილი მინისტრი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

სკანდალური ჩანაწერის ნამდვილობა ზაზა ოქუაშვილმა გუშინ "კვირის აქცენტებში" დაადასტურა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი ამ ფორმით დასაჯა.

იმ სახლში, კი რომელიც ფარცხალაძეს 2016 წლის დასაწყისამდე ჰქონდა ნაქირავები, ახლა საბავშვო ბაღია.

ოთარ ფარცხალაძე კი როგორც ყოველთვის დუმს. მან დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დღის ამბები