27 დეკემბერი 2024,   02:12
ვრცლად
„ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით პარტიის დამფუძნებელთან ერთად შეიკრიბა - განცხადებები დახურული შეხვედრიდან

მმართველი „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით პარტიის დამფუძნებელთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად შეკრიბა. დახურული შეხვედრის კადრები დასრულების შემდეგ თავად გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილის გვერდით სალომე ზურაბიშვილი ზის, ივანიშვილი კი მისი გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატე კი არა სამაგალითო კანდიდატია, ივანიშვილმა დღეს 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვაში "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადებები არა მედიასთან, არამედ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა. გამარჯვების 6 წლისთავზე დაანონსებული პოლიტიკური განცხადება დღეს კალაძემ გააკეთა. 2018 წელს ოცნება ისევ "ნაციონალური მოძრაობის" 9 წელზე საუბრობს, სააკაშვილის მთავრობას 2008 წელს ავანტიურასა და მოღალატეობაში ადანაშაულებს და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს რუსეთთან შესისხლხორცებულს უწოდებს. 

განცხადებებს რუსეთ-საქართველოს ომზე დღეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში უპასუხეს, სადაც მიიჩნევენ, რომ ოცნების მხრიდან წინა ხელისუფლების დადანაშაულება 2008 წელს ავანტიურაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოდან რუსული ჯარები გაიყვანა გრიგოლ ვაშაძის შტაბში უტიფრობა უწოდეს.

„ქართულ ოცნებას“ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში საგანგებო განაცხადებით უპასუხეს. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნაში ივანიშვილმა სახელმწიფო უწყებები მაფიით ჩაანაცვლა. ოპოზიციას რეალური გამოძიების არ სჯერა და ვადამდელ საპარლამენტო არჩებნებს ითხოვს.

დღის ამბები