27 დეკემბერი 2024,   02:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი უცხო პლანეტელია, რეებს ბოდავს - მიხეილ სააკაშვილი

„სალომე ზურაბიშვილი, ეს ქალი არის როგორც უცხოპლანეტელი,“-ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ელემენტარული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

"არ არის ეს ქალი ქართველი, მოდით ვაღიაროთ რაც არის. უცხოპლანეტელია. ჯერ რეებს ბოდიალობს. იძახის, რომ რად გვინდა ახალი ეკლესიები მშენებლობაო ძველი აღვადგინოთო. და მაგ ბრიყვმა ის არ იცის, რომ მისი დიდი ბაბუის  ნიკო ნიკოლაძის აშენებული ტაძარი ფოთში, ჩემი ინიციატივით  გამოვიყვანეთ იქიდან თეატრი და ავაშენეთ იქ ტაძარი. აი ძველი  ტაძრის აღდგენა. ბაგრატი აღვადგინე მე. მე ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს ოღონდ ეს ქალი საქართველოს გაგებაში არ არის,"-აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, მას სხვა წარმოდგენა ჰქონდა მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტრობა, თუმცა მალევე მიხვდა მაშინდელი ხელისუფლება ვინ იყო რეალურად ის. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ქალის გამარჯვება შეუძლებელია.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ძეგლი უნდა დავუდგათ სტრასბურგის იმ მოსამართლეს ვინც თქვენ გადაგარჩინათ,“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ ის მოსამართლე რომ არა, დღეს დამოუკიდებელი მედია შეწყვეტდა მაუწყებლობას და მოქალაქეები ვერ გაიგებდნენ  იმ მოვლენების შესახებ, რაც თუნდაც ზაზა ოქუაშვილის გარშემო ხდება. 

დღის ამბები