27 დეკემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კლასიკური მაფიოზური მმართველობა, რომელსაც ჰყავს საკუთარი ჯალათი ფარცხალაძის სახით"-ნიკა მელია

„ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ნიკა მელია მაფიოზურ კლანურ მმართველობად აფასებს. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მაფიოზურ კლანს მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საკუთარი ჯალათის სახით ჰყავს ოთარ ფარცხალაძე.

„იმ ნაწილს საზოგადოებისას, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ იქნებ ეს არის გაზვიადებული, იქნებ ეს არ ხდება, იქნებ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ არის ისეთი, როგორიც ჩანს განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ამ ნაწილმა საზოგადოებისა ძალიან კარგად  დაინახა და გაიგო - ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კლასიკური მაფიოზური მმართველობა. კლასიკური მაფიოზური მმართველი, რომელსაც ჰყავს  საკუთარი ჯალათი ბატონი ფარცხალაძის სახით,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს ივანიშვილებთან ნათესაობა აკავშირებს, რადგან მისი შვილიშვილის ნათლია არის ბერა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ შველა სჭირდება ქვეყანას და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია,“ უფრო მოხერხდება ამ ხელისუფლების დამარცხება. მისივე თქმით ოპოზიციის რიგებში გადავიდნენ ისეთი ადამიანებიც ვინც რეალურად ძალიან უარყოფითად იყვნენ განწყობილები წინა ხელისუფლების მიმართ, მათშორის არის თაკო ჩარკვიანი და მურმან დუმბაძე. ნიკა მელიას თქმით ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება სწორედ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების გამო მიიღეს.

მისივე თქმით, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ გამოვიდოდა სააშკარაოზე რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ნიკა მელია ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა ნამდვილად გაბედული ნაბიჯი გადადგა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ბევრი ადამიანი ისაუბრებს იმაზე, თუ რეალურად რა ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა ივანიშვილის ხელისუფლების დროს. მათ შორის იქნება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც

დღის ამბები