27 დეკემბერი 2024,   02:34
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბით - ნიკა მელია

„სალომე ზურაბიშვილი, დიახაც, არ მოვერიდები, მაპატიეთ, არის სერგო ორჯონიკიძე კაბით. ტანკით აღარ გვიტევს ჩვენი მტერი, პირდაპირ საპრეზიდენტო სავარძელში უნდა ჩაგვისვას რუსეთის ფედერაციის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება არჩევნებზე ხმას არ მისცემს, რადგან ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

მელია აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დღევანდელ შეკრებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, ღიად დააფიქსირა, რომ ზურაბიშვილი არა დამოუკიდებელი, არამედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.

„სალომე ზურაბიშვილი, თავად „ქართულ ოცნებასაც“ დაავიწყდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია. ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსითაც აღარ არის ეს ქალბატონი წარმოჩენილი. დღეს უკვე ღიად აზილეს ერთმანეთთან და მოუწოდა ბატონმა ივანიშვილმა ხალხს, რომ მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, რადგან ის გაერთიანებულ ოპოციას წარმოადგენს.

დღის ამბები