27 დეკემბერი 2024,   01:41
ვრცლად
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია 30 წლის გახდა

თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია 30 წლის გახდა. უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის საიუბილეო თარიღი დღეს საქართველოს საპატრიარქოში განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ილია მეორემ, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, ქვეყნის პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საზეიმო მიღებას საპატრიარქოში სემინარიისა და აკადემიის მეცნიერ მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

სტუმრებმა 30 წლიანი ისტორია განიხილეს და თბილისის სასულიერო სასწავლებლის შექმნაში ილია მეორის როლზე ისაუბრეს.

„ჩვენი თაობა არის ბედნიერი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეკლესიის აღორძინების და ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცების ეპოქაში და, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენს დედა ეკლესიას, პატრიარქს და ასევე, სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. დღეს ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერება და ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები