27 დეკემბერი 2024,   01:23
ვრცლად
"ქვეყანაში არსებული გარემო ლოგიკურად ეთანხმება იმას, რომ "ომეგასთან" დაკავშირებით რასაც ვისმენთ, სიმართლეა" - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი ომეგა ჯგუფის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომ „ოცნებას“ ამ ფაქტთან შემხებლობაში არ არის და მედია და ოპოზიცია უშვებს შეცდომას, როდესაც თემაზე მტკიცებით ფორმატში საუბრობს.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მას ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის გამოძიება დასრულებული, არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რის გამოც, ომეგას გარშემო განვითარებული მოვლენები სიმართლეა.

„ის, რომ საქართველოში არსებობს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ საქართველოში ოთარ ფარცხალაძეს ჩაბარებული აქვს პროკურატურა და ჩაბარებული აქვს ბიზნესების ე.წ. დალაგების თემა, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ სახელისუფლებო  ეშელონებში არსებობს კორუფცია, ზედიზედ წამოვიდა რამდენიმე ფაქტი და ყველა დაგვარწმუნა ამაში. ამიტომ გარემო, რომელიც არსებობს საქართველოში, ლოგიკურად ეთანხმება იმას, რომ ის, რასაც ვისმენთ ომეგასთან დაკავშირებით, არის სიმართლე,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ იმიტომ, რომ ეს საქმე მოიცავს სახელისუფლებო ვერტიკალს, მისი გამოძიება არ მოხდება იმ დრომდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა ფედერალურ ბიუროს. 

 

დღის ამბები