ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის უფლება დღესაც არ მისცეს. უკვე მეორე დღეა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი „მედიქლაბში“ იმყოფება, სადაც ის მდგომარეობის გაუარესების გამო მოათავსეს.
ამ წუთებში ექიმების საგანგებო კონსილიუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული მედიკოსებიც იღებენ მონაწილეობას.
მერაბიშვილის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ყოფილ შს მინისტრს დიაგნოზს დღეს მაინც დაუსვამენ.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ადამიანს ორი თვის განმავლობაში მკურნალობა არ უტარდება, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა სჭირს მას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, ვინაიდან ორი ვის განმავლობაში ეს უკვე მე-5 კლინიკაა, აქამდე ჯერ დიაგნოზი ვერ დასვეს. არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ დიაგნოზი დღესაც ვერ დასვან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დასვამენ,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.