26 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
"ის, რომ ძალით არის დაკავებული ეს ქალბატონი, ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა“ - ციხელაშვილი საქართველოს გატაცებულ მოქალაქეზე 

"ის, რომ ძალით არის დაკავებული ეს ქალბატონი, ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა,“ - ეს განცხადება, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპანტებს მიერ გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ გატაცებულის ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

„ის გარემოება, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა ოჯახს, ის, რომ ძალით არის დაკავებული ეს ქალბატონი, ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა. ოჯახსაც ძალიან ლეგიტიმურად აქვს კითხვები და რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ეს კითხვები. ამიტომ არის ამდენი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ იქნეს შესაძლებელი მისი მონახულება უპირველეს ყოვლისა ადგილზე და რა თქმა უნდა, გათავისუფლება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 36 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გაიტაცეს.

დღის ამბები