26 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
შეტევა მესამე სექტორზე - არასამთავრობო ორგანიზაციებს კობახიძის შემდეგ წულუკიანი აკრიტიკებს და პარტიებად დარეგისტრირებას სთავაზობს

შეტევა მესამე სექტორზე - ირაკლი კობახიძის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს თეა წულუკიანიც აკრიტიკებს. იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო სექტორი პარტიული დღის წესრიგის ქონაში დაადანაშაულა და არასმთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებად დარეგისტრირება შესთავაზა.

სახელისუფლებო შტურმი არასამთავრობო სექტორზე მას შემდგ დაიწყო, რაც საქართველოში ყველაზე გავლენიანმა 13-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა მიმართვას ხელისუფლებისადმი, სადაც მას სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, ადეკვატურ გამოძიება, არაფორმალური მმართველობასა და კრიმინალური მეთოდებით მართვაზე რეაგირება სთხოვა.

განცხადების ავტორი 13 არასამთავრობო კი კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს გაბრაზება სხვაგან მიმართოს და საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია შეასრულოს რაც უდნა ხელშეუხებელ ფირებს ეხებოდეს საქმე.

ხელისუფლების შეტევას არასამთავრობო სექტორზე ყურადღებით აკვირდება human rights watch-ი ხელისუფლებას მესამე სექტორის კრიტიკის ნაცვლად თმენის ვალდებულებისა და რეალურ გამოწვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

  

დღის ამბები