26 დეკემბერი 2024,   16:13
ვრცლად
ჩემი ამოცანაა აუცილებლად მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები - დავით ბაქრაძე მცხეთისა და დუშეთის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთისა და დუშეთის მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონს და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს. დაბალი პენსია, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება, უმუშევრობა, უწყლობა და უგზოობა - ეს ის თემებია, რომელზეც მოსახლეობა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს ესაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა უფრო მეტ გაჭირვებაში შეიყვანა.

საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, დღეს ხალხი უფრო უარესად ცხოვრობს ვიდრე 6 წლის წინ და საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება ცვლილებები.

„საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის განმავლობაში ქვეყანა შეიყვანა უფრო მეტ გაჭირვებაში, უფრო მეტ პრობლემებში, და ხალხი დღეს ცხოვრობს უფრო უარესად ვიდრე ცხოვრობდა 6 წლის წინ. ამიტომ საზოგადოებას და ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ცვლილებები, მაგრამ ცვლილებებთან ერთად არსებობს იმის შიშიც, რომ ცვლილებებმა შეიძლება მოიტანოს არასტაბილურობა, დაპირისპირება, შურისძიება და არა სასურველ წარსულში დაბრუნება. ამიტომ ჩემი ამოცანა და ჩვენი ამოცანა, როგორც კანდიდატის გახლავთ ის, რომ აუცილებლად შევცვალოთ ეს ხელისუფლება, აუცილებლად მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდეს რყევის გარეშე.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ დღევანდელ შეხვედრაზე.

დღის ამბები