26 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"საქართველოში „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივ სისტემას შორის არ არის არანაირი სხვაობა" - კახა კუკავა სენაკში ამომრჩეველს შეხვდა 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს შეხვდა.

კახა კუკავა სენაკში იმყოფებოდა. საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაადასტურა ძალიან ნათლად, რომ საქართველოში „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივ სისტემას შორის არ არის არანაირი სხვაობა. სააკაშვილს ჰყავდა ახალაია და ახალაია ძარცვავდა ქვეყანას, ივანიშვილს ჰყავს ფარცხალაძე და ფარცხალაძე ძარცვავს ქვეყანას, შევარდნაძეს ჰყავდა ჯაბა იოსელიანი და მერე თავისი ნუგზარა შევარდნაძე - არაფერი არ იცვლება სახელების და გვარების გარდა. ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევთ, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ ორივე არის ბოროტება ამ ქვეყნისთვის, ნუ დარჩებით სახლში, მოდით არჩევნებზე, გავისტუმროთ ეს ორი დანაშაულებრივი ბანდა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები