26 დეკემბერი 2024,   16:01
ვრცლად
საქართველოს რუკა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე - რუსული დელეგაციის საჩუქარი საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებს 

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკის დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.

მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს, რომელმაც თავის მხრივ სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკა ამოიღო.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, კონკრეტულად კი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მისი განცხადებით, შეცდომა მოუვიდა დიზაინერს და იმ ქართულ სტამბას, სადაც აღნიშნული რუკა დაიბეჭდა. 

„ეს არის დიზაინერის შეცდომა რის გამოც ბოდიშს ვიხდით მე არც მქონდა ნანახი ეს რუკა. დღეს მას პირველად ვხედავ და არამგონია ეს იყოს იდეოლოგიური დივერსია. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეცდომა მოუვიდათ დიზაინერს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ ,“-განაცხადა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ლუხოვსკიმ

დღის ამბები