26 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ღვინის ქარხნის მაფიოზებო და მფლობელებო, სანამ მოგადგებით გახსენით ქარხნის კარები" - ნათელაშვილი თელავში იმყოფებოდა

„კახეთი 28 ოქტომბერს ბახტრიონზე ააფრიალებს გამარჯვების დროშას,“- ეს განცხადება, შალვა ნათელაშვილმა თელავში გააკეთა, სადაც ის ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

„ლეიბორისტული" პარტიის ხელისუფლებას მოუწოდა, დაეხმაროს გლეხებს ყურძნის ჩაბარებაში და მათი პრობლემების მოგვარებაში.

„მოვუწოდებ ღვინის ქარხნის მფლობელებს და დირექტორებს, შეწყვიტეთ ივანიშვილი-თოფაძე-ტყემალაძის ვენახიდან ყურძნის მიღება და დაიწყეთ მევენახეებიდან, კახელებიდან, გლეხებიდან ყურძნის მიღება, ისედაც მათხოვრული ფასი - 70 თეთრი და ახლა ამასაც აღარ იღებენ და დაუკეტეს ხალხს ღვინის ქარხნები.

სანამ მოგადგებით ღვინის ქარხნის მაფიოზებო და მფლობელებო, სანამ სახლებში მოგადგებით და სანამ მერე პასუხისგებაში მიგცემთ ამ პროდუქციის გაფუჭებისთვის, გახსენით ქარხნის კარები,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები