26 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
მხოლოდ „ოცნება“ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მხარდამჭერი - სალომე ზურაბიშვილი კახელებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის რჩეული კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს დღეს კახეთში მართავდა.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოსახლეობას არც პენსიების გაზრდას ჰპირდება და არც უკეთესი პირობების შექმნას, თუმცა პირობას დებს, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში მის ღირებულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია არის.

„ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი. ხშირად ამაზედაც მიდის რაღაც აპელირება, რომ როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელიო, აგერო „ოცნებაო“, აგერ „ოცნება“ მხარს უჭერსო. დიახ, მხარს მიჭერს და ვარ ძალიან ბედნიერი ამითი, რომ მხარს მიჭერს იმიტომ, რომ თუ არა ვინ უნდა დამიჭიროს მხარი, მაინტერესებს, დღევანდელ მოცემულობაში ამ ქვეყანაში და პოლიტიკური პარტიების ვითომ დაშლილობაში. სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური ძალა არის, რომელსაც ვებრძოდი ამდენი წელი და რომელიც ვერ იქნება ჩემი მხარდამჭერი. მერე მე კი ვიქნები მათი პრეზიდენტი, ამასაც შევძლებ, მაგრამ დღეს ღირებულებებით და ყველა კუთხით, მხოლოდ „ოცნება“ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მხარდამჭერი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ მხრივაც პრობლემებია.

„კრიტიკა არის ის, რაც გაჩვენებს გზას, სად არის შეიძლება გადახვევა, სად არის შეიძლება შეცდომა. ამიტომ არის საჭირო დემოკრატიაში თავისუფალი პრესა და თავისუფალი მედია, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რაღაცა ფორმით ცოტა ხარვეზიანი მედია, მაგრამ ესეც საჭირო არის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები