26 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
აქცია კახათში - ადგილობრივი მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია კახათში - ადგილობრივები სოფელში არსებულ მძიმე ვითარებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალ კახათში იქ, სადაც დევნილების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, უგზოობის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვერ მიდიან, ბავშვები კი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დანაპირების შესრულებას 5 წელია უშედეგოდ ელოდებიან.

ადგილზე იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა.

„როგორც გაირკვა ახლა, ანაკლიიდან მომავალ ადამიანს შეუძლია ამ გზით, თუ ეს გზა გაკეთდა, პირდაპირ ცაიშის მაგისტრალს შეუერთდეს. არანაირი გეგმა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, არანაირი პირი, სინდისი იმისა, რომ მოვიდეს ამ ადამიანებთან და ელაპარაკოს,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები