26 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ჩვენ გვაქვს რაღაცა ფორმით ცოტა ხარვეზიანი მედია - ზურაბიშვილი მედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში „ხარვეზიანი მედია“ არის.

„კრიტიკა არის ის, რაც გაჩვენებს გზას, სად არის შეიძლება გადახვევა, სად არის შეიძლება შეცდომა. ამიტომ არის საჭირო დემოკრატიაში თავისუფალი პრესა და თავისუფალი მედია, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რაღაცა ფორმით ცოტა ხარვეზიანი მედია, მაგრამ ესეც საჭირო არის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას დღეს კახეთში შეხვდა და აღნიშნა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება. მას მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო შეძახილებით საგარეჯოს კულტურის სახლთან დახვდა და მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა.

დღის ამბები