26 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ხელისუფლების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფის“ მთავარი მოწმე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ხელისუფლების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფის“ მთავარი მოწმე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. დავით თოლორდავას, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტში ამხელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინანდელი საქმე გაუხსენა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა და ტერორი დაიწყო.

„დავითი მოწმეა ყველაფერი იმისა, რასაც ჰყვებოდა ლევან ყიფიანი, როგორც ჩანს, ახლა უნდათ, რომ ის, რაც ახლა მოჰყვა, სცენარი, იმაში დაიმოწმონ დავით თოლორდავა. უნდათ ამაში დაიმოწმონ და არა იმაში, რაც სინამდვილეში ხდებოდა და რასაც საგულდაგულოდ მალავენ და ვერ დამალავენ, მაგრამ ვერ დამალავენ და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დეტალები "კურიერში" 21:00 საათზე.  

დღის ამბები