26 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
„ომეგა ჯგუფის“ საქმე - ხელისუფლების გარდა ყველა ინსტიტუცია თანხმდება, რომ ბიზნესზე ზეწოლამ სისტემური ხასიათი მიიღო

„ომეგა ჯგუფის“ საქმე და სკანდალური ჩანაწერები - მმართველი ხელისუფლების გარდა ყველა ინსტიტუცია თანხმდება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ბიზნესზე ზეწოლამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

უოტერგეიტის სკანდალი „ქართული ოცნებისთვის“, ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ ბიზნეს რეკეტის საქმე.

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელი, დეპუტატი, ნატო ჩხეიძე მმართველ პარტიას ღიად მიანიშნებს, რომ ბიზნეს რეკეტის საქმე თავდაყირა არაერთხელ დადგება და „ქართულ ოცნებას“ ურჩევს საქმეზე წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

ნატო ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ლევან ყიფიანი ხელისუფლებამ დააშინა და კამერის წინ ზღაპრების მოყოლა აიძულა.

ხელისუფლებისა და არაფორმალური მმართველის მოგონილ ტყუილს უწოდებს ლევან ყიფიანის განცხადებებს ოპოზიცია.

პრეზიდენტისთვის ბიზნეს რეკეტის საქმეზე უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა ვიდრე აქამდე არსებობდა.

მმართველი პარტია კი სისტემურ კორუფციასა და ბიზნეს რეკეტის საქმეზე დასმულ ყველა კითხვას უსაფუძვლოს და უარგუმენტოს უწოდებს.

„ომეგა ჯგუფის“ საქმის სწავლობს თბილისის პროკურატურა და ამ ეტაპზე მთავარი ფიგურანტების გამოკითხვა მიმდინარეობს. პროცესები დაწყებულია დიდ ბრიტანეთშიც. ლონდონის სასამართლოსთვის ბიზნეს რეკეტის საქმეზე ბრიტანელი ადვოკატები სარჩელს ამზადებენ. 

დღის ამბები