26 დეკემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები - მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

ქსენოფობიურ განცხადებებში სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო სექტორი ადანაშაულებს. საქმე ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ სამცხე-ჯავახეთში გაკეთებულ განცხადებებს ეხება, სადაც ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა.

სამოქალაქო სექტორის მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს, რაც ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, ზურაბიშვილმა ამ განაცხადებით კანონმდებელმაც დაარღვია და ცესკო-ს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ იმ მუხლზე რეაგირებას სთხოვს, რომელიც კრძალავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

სამოქალაქო სექტორის განცხადებაში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მის მიერ მანამდე ნათქვამ რამდენიმე ფრაზას ახსენებს, რომელიც ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული იყო.

სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორის განცხადების შინაარსს არ ეთანხმება.

სამოქალაქო სექტორის განცხადებას, რომელსაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, სალომე ზურაბიშვილთან ერთად არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

დღის ამბები