26 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
სამი შვილის დედა მეექვსე დღეა ოკუპანტების მძევალია - მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ქართულ სპეცსამსახურებს ღალატში ადანაშაულებს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმღვანელი ქართულ სპეცსამსახურებს საოკუპაციო რეჟიმთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მარიამ ჯიშკარიანს ორგანიზაციის ბენეფიციარებმა უთხრეს, რომ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესახებ ოკუპანტები ინფორმაციას სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებენ.

მარიამ ჯიშკარიანი წლებია საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლებთან მუშაობს. ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ 6 დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილიც სწორედ ქართველების დახმარებით დაეკავებინათ.

6 დღიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი მაია ოთინაშვილის პირველ კადრებს აქვეყნებს. უკანონო პატიმარი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეახვედრეს. ვიდეო ჩანაწერში, რომელიც ოკუპირებული საქართველოდან გავრცელდა, ოთინაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. დღეს ცხინვალის რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ქალას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და არა 10 დღიანი, როგორც ამას გუშინ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა.

პროცესს მონიტორინგს უწევს ევროკავშირი. საერთაშორისო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მაია ოთინაშვილის გათავისუფლება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებიდან 6 დღის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდს კი მთავრობასთან პრეტენზიები არ აქვს.

დღის ამბები