26 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
საქართველოს რუკა აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინვალის გარეშე - რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელი ბოდიშს იხდის 

საქართველოს რუკა აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე - ასეთი მინიატურული გასაშლელი რუკები დაურიგეს სუვენირებად ჭადრაკის ოლიმპიადის მოხალისეებს ბათუმში. 

ხანტი-მანსიისკის დელეგაციამ მოხალისეებს სასაჩუქრე ჩანთები დაურიგა, რომელშიც მსოფლიო რუკა იდო. რუკაზე საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების გარეშეა დახატული. ხანტი-მანსიისკის დელეგაცია ბათუმში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო, რადგან მომავალი ოლიმპიადა სწორედ მათთან იმართება.

დელეგაციას ქალაქის მერი, ვასილი ფილიპენკო ხელმძღვანელობდა, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა, რატომ იყო მათ მიერ დაბეჭდილ რუკაზე საქართველო დანაწილებული.

რუსულ საჩუქრებსა და ამის გამო ატეხილ სკანდალზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა FIDE-ს ახლად არჩეულმა რუსმა პრეზიდენტმა. არკადი დვორკოვიჩი 2008 წელს მედვედევის მრჩეველი იყო და აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს ხშირად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდა.

ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს რუკის საჩუქრებად დარიგება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გააპროტესტა. გია გიორგაძემ რუსი კოლეგებისგან მიიღო ბოდიში და განმარტება, რომ რუკის შესახებ მათ არ იცოდნენ.

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადა 6 ოქტომბერს დასრულდება. 

დღის ამბები