26 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
"ჩცდ" „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი სეზონით 5 ოქტომბრიდან ბრუნდება

„ჩემი ცოლის დაქალები“ ახალი სეზონისთვის ემზადება. ყველაზე რეიტინგული ქართული ტელესერიალი „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი სეზონით 5 ოქტომბრიდან ბრუნდება.

სანამ მეთოთხმეტე სეზონი დაიწყება მსახიობებმა და გადამღებმა ჯგუფმა „კურიერს“ რამდენიმე დეტალი გაუმხილა.

მსახიობები ამბობენ, რომ იქნება მოულოდნელი სიყვარულის ისტორია, იქნება ბევრი ინტრიგა, ღალატი, ჯანმრთელობის პრობლემები, ახალ სახეებთან ერთად, დაბრუნდებიან ისეთი პერსონაჟები, რომლებსაც მაყურებელი სერიალის ეთერში გასვლის დღიდან იცნობს.

ვიზუალურად გამორჩეული სეზონი, პერსონაჟების წარსულშიც გვამოგზაურებს.

ადამიანურ ისტორიებზე ორიენტირებული ახალის სეზონი „ჩემი ცოლის დაქალების“ სოციალურ-იუმორისტულ ხაზებსაც შეინარჩუნებს. პირველივე სერიებში, ანუ 5 ოქტომბრიდან, პრომოს შემდეგ გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

დღის ამბები