26 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
საგარეჯოში რთველი ჩაშლის პირასაა - ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქარხნები ყურძენს აღარ იბარებენ

საგარეჯოში რთველი ჩაშლის პირასაა. მევენახეები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ, ადგილობრივები ყვებიან, რომ ქარხნები გადაივსო და ყურძენს აღარ იბარებენ, რის გამოც გლეხები მოსავალს ვეღარ იღებენ. მათი თქმით, ყურძენმა ლპობა დაიწყო და შესაძლოა, ადგილობრივები ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მევენახეები უკმაყოფილოები არიან ყურძნის ფასითაც, რქაწითელის ჯიშის ყურძნის მინიმალური ღირებულება 70 თეთრია, დღეს დილიდან კი ქარხნები სოფლებში, ბადიაურსა და ბურდიანში, ქარხნები უკვე დაკეტილი იყო. მათ სხვა სოფლებში მოსავალი ვერ მიაქვთ, რადგან ის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც გლეხებს არ აქვთ.

მთელი დღის განმავლობაში პრობლემის მოგვარებაში დახმარებას მევენახეები ხელისუფლებას სთხოვდნენ, დილიდან გლეხები საგარეჯოში შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვდნენ. ლევან დავითაშვილი მუნიციპალიტეტში ჩავიდა, თუმცა გლეხებთან შეხვედრა არ ისურვა, მან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და საგარეჯო დატოვა.

მინისტრმა „კურიერთან“ განაცხადა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

დღის ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც რთველის მიმდინარეობის პროცესით „კურიერი“ დაინტერესდა, საგარეჯოში ქარხნებმა ყურძნის ჩაბარების პროცესი განაახლეს. საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ გარკვეული ხარვეზები მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით ყურძნის უხვ მოსავლიანობას უკავშირდება, წელს კახეთში 200 ათასზე ტონაზე მეტი ყურძნის დაკრეფას ვარაუდობენ.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები