ინტერპოლის პრეზიდენტი გაუჩინარდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Europe 1 ავრცელებს.
რადიოს ინფორმაციით, მენ ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა.
Europe 1-ის ცნობით, ინტერპოლის პრეზიდენტი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ კავშირზე არ გამოსულა.