26 დეკემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ - "გამჭვირვალობის" კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით, საჯარო ინსტიტუტებზე ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დიდი გავლენა იკვეთება.

„აღმოვაჩინეთ, რომ 38 შემთხვევის გარდა, სულ მცირე, ახალი 17 შემთხვევა გვაქვს. 38 იყო 2015 წელს, ახლა გვაქვს 17 კიდევ ახალი შემთხვევა, როდესაც საჯარო თანამდებობზე დაინიშნენ პირები, რომლებიც მანამდე ბატონი ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდნენ. სრულიად მკაფიო და ცხადი ტენდენციაა ბატონ ივანიშვილთან კერძო სექტორში დაკავშირებული პირების დანიშვნისა, ეს ცხადია მიუთითებს საჯარო ინსტიტუტებზე ბატონი ივანიშვილის არაპროპორციულად დიდ გავლენაზე,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

 

 

დღის ამბები