26 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები სამინისტროს განათლების მიღების უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა აბიტურიენტებმა აქცია გამართეს. აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები ამბობენ, რომ სასურველ სასწავლებელში ენობრივი ბარიერისა და არაინფორმირებულობის გამო ვერ მოხვდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა იმ უნივერსიტეტებში სწავლაა, სადაც ადგილები კვლავ ვაკანტურია.

„თხოვნაა, რომ ჩვენ დავიწყოთ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში უკეთ ვისწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა და ჩვენი სამშობლოსთვის გავაკეთოთ ბევრი რამ“-ამბობს აბიტურიენტი პერვინ ვალიევი.

განათლების სამინისტროსთან სტუდენტებთან ერთად „ევროპული საქართველოს“წევრი აკმამედ იმამყულიევი იმყოფებოდა. ის სამინისტროს სთხოვს დაუშვან გამონაკლისიო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის, რადგან ისინი არასათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი. განათლების სამინისტროდან სტუდენტების მოთხოვნას არ გამოხმაურებიან.

დღის ამბები