26 დეკემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მთელი სამთავრობო მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი - ნატო ჩხეიძე 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას ჩვენებას ნატო ჩხეიძე აძლევს. 

"ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელმა სასამართლოში შესვლამდე განცხადება სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე გააკეთა.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა სტრუქტურა ჩართო, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. თუმცა მისივე თქმით, ძალიან მალე ლონდონის სასამართლო დაადგენს სიმართლეს.

„მთელი სამთავრობო მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი,-ეს არც იყო გასაკვირი, ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.

ყველა ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში,“-ამბობს ნატო ჩხეიძე.

პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, სკანდალური აუდიოჩანაწერები, რაზეც გამოძიებაა დაწყებული დამონტაჟებულია. ჩანაწერში ფიქსირდება ხშირი წყვეტა და ის ავთენტიკური არ არის.

ავტორი:ნინო გაზდელიანი

დღის ამბები