26 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"რუსეთს დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები" - პრემიერი სუამი-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამი-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მონაწილეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის, სუამი-ს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს.

"რუსეთის ფედერაციას დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ჩვენი მისია საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვა. გზები, რომლებითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

დღის ამბები