26 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ფონდ "იავნანას" საქმე - მსოფლიო ბანმა ზეწოლის შესახებ ინფორმაცია და საქმის დეტალები დიპკორპუსს გააცნო

ფონდ "იავნანას" საქმე - მსოფლიო ბანი დღეს დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუყვა თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ მისი 14 წლიანი მოღვაწეობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მძიმე ბრალდებით მის ციხეში გაშვებას.

შეხვედრას ის არტისტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდნენ. ამჟამად იავნანას ანგარიშები დაყადაღებულია, საქველმოქმედო კონცერტები კი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით თითქმის აღარ იმართება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თმით, ის რაც პაატა ბურჭულაძისგან მოისმინეს მათთვის უცხო არ არის.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კი გაოცებას ვერ მალავდნენ, რატომ გრძელდება ამ დრომდე გამოძიება, მაშინ როდესაც ერთი წელი საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს.

ფონდ "იავნანას" საქმიანობით სამართალდამცავები წელიწადნახევრის წინ დაინტერესდნენ. მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილის მწვავედ გააკრიტიკა და მას ქვეყნის არასწორ მართვაში დასდო ბრალი. არადა მანამდე ივანიშვილისთვის ბურჭულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო და მას შუშის სასახლეში პირად მასპინძლობდა. 

დღის ამბები