26 დეკემბერი 2024,   16:34
ვრცლად
აბსურდული ბრალდება, ცილისწამება და სპეკულაცია - საქართველო და აშშ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის ბრალდებებს პასუხობენ

აბსურდული ბრალდება, ცილისწამება და სპეკულაცია - ასე პასუხობენ თბილისში რუსეთის ბრალდებებს საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ.

ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ბოლო 2 კვირაა, რუსული პროპაგანდის სამიზნეა, დღეს ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ დაათვალიერებინეს.

უმაღლესი დონის ამერიკულ ცენტრი, სადაც უნიკალური კვლევები ტარდება, რუსმა მაღალჩინოსნებმა ადამიანებზე საშიში ცდების ადგილად მოიხსენიეს და ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 74 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კრემლის აბსურდული ცილისწამება სპეკულაციისთვის სჭირდება.

ლუგარის ლაბორატორია განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს, დაავადებათა წარმოშობის მიზეზებსა და გეოგრაფიას იკვლევს. პაატა იმნაძემ ზაფხულში საქართველოში ჩამოსული რუსი ბავშვების ისტორიაც გაიხსენა, რომელთაც საშიში ინფექცია შეეყარათ. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ზუსტი და დროული ანალიზებით მოხერხდა მათი მკურნალობა და გამოჯანმრთელება.  

რუსული მხარე ბრალდებების არგუმენტად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილ დოკუმენტებს და ქართულ-ამერიკულ მიმოწერას იყენებს, რომელიც ხელში საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, იგორ გიორგაძეს ჩაუვარდა.

რუსულ თავდასხმას დღესვე შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა. დასავლეთის მიმართ - პენტაგონმა რუსეთს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ბრალდებები ყალბი, დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი გამოვლინებად შეაფასა.

ამავე თემაზე
დღის ამბები