26 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ქართული-გერმანული მუსიკალური პროექტი განახლებული პროგრამით ბრუნდება

ქართული-გერმანული მუსიკალური პროექტი განახლებული პროგრამით ბრუნდება. მექი დანასა და მისი მეგობრების განსხვავებული მუსიკა ხვალ ღია ცის ქვეშ გაჟღერდება.

ქართველი მუსიკოსებისა და ცნობილი ბერლინური არტ-პოპ ბენდის ერთობლივ კონცერტზე 20-30 წლების გერმანული თეატრის მუსიკაც იქნება.

განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსები ქართველი მსმენელისთვის სასტუმრო "სტამბას" ამფითეატრში ხვალ 21:00 საათიდან დაუკრავენ. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.

თბილისური კონცერტის შემდეგ ქართველი და გერმანელი მუსიკოსები ამ პროექტით ევროპაში მოგზაურობასაც გეგმავენ.

 

დღის ამბები