ტოკიოში მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ცნობილი თევზის ბაზრობა იხურება. დღეს გამთენიას ადგილზე ბოლო აუქციონი გაიმართა.
ისტორიული ბაზრობა 83 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, მას სხვა ადგილზე გადაიტანენ.
ახალი ბაზრობა 2 კილომეტრის დაშორებით, უფრო მოდერნიზებულ შენობაში 11 ოქტომბრიდან გაიხსნება.
ტოკიოს თევზის ბაზრობა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ყოველწლიურ საახალწლო აუქციონზე აქ თინუსები ხშირად რეკორდულ ფასადაც იყიდება.