26 დეკემბერი 2024,   23:15
ვრცლად
აგრესიული საარჩევნო კამპანია - სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე აგრესიულ საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აგრესიულ და ქსენოფობიურ განცხადებებში სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თავადაა ბრალდებული, მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებაში მედიას, არასამთავრობო სექტორსა და კონკურენტებს ადანაშაულებს.

„ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაზე, როგორ ვითარდება თავისი უხამსი სიტყვებით და აგრესიული ტონალობით. იგივე, რავ გუშინ ვუთხარი ევროკაშირის ელჩებს, ანუ ის, რომ წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთი მედია წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევენ, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერიონ ასეთი ფორმით, აგრესიული და ძალადობის, პრაქტიკულად, და მუქარის ტონით. საქართელოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს იმ შემთხვევაშიც სწორედ, როდესაც ეს არ არის პირდაპირ პარტიული არჩევნები და პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაინც ვაძლევთ ასეთ სურათს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები