თბილისობა 2018 დღეს დილით ყვავილების დღესასწაულით გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყეზე, პირველი რესპუბლიკის, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში იმართება. რიყის პარკში დასათვალიერებლად მივიდნენ უცხოელი სტუმრებიც.
ცოტა ხნის წინ რიყის პარკში დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძემ, შვილებთან ერთად, სადღესასწაულო ღონისძიებები დაათვალიერა.
„მთელი დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, იქნება დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები, საღამოსაც დაგეგმილია დიდი კონცერტი, როგორც დღეს, ასევე ხვალ და მგონია, რომ ყველა მოსულ ადამიანს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგი დრო გაატარონ ჩვენს დედაქალაქში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისობასთან დაკავშირებით, ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით იმართება.