26 დეკემბერი 2024,   23:11
ვრცლად
როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება - კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელიც კურიერმა ცოტა ხნის წინ მოიპოვა - ჩანაწერში საუბარია, თუ როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა  ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება.

ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ხელისუფლებასთან მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ მიუტანია და საუბარია კიდევ უფრო დიდ თანხებზე.

ოქუაშვილი და ყიფიანი ათანხმებენ ამჯერად უკვე 4 მილიონი დოლარის მიტანის სქემას, როგორ უნდა გავიდეს თანხა ბანკიდან და როგორ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვდრის ორგანიზება.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, გაკეთებულია მას შემდეგ, რაც პირველი თანხა 4 მილიონი ლარი ფარცხალაძის მანქანით tbc-ბანკიდან უკვე გატანილია და ახლა ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება, ჩანაწერში ახალი ფიგურანტები გამოჩდნენ. 

დღის ამბები