26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მეცამეტე მოწვევის სეიმის შემადგენლობაში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში მანდატებს 7 პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ, თუმცა, უმრავლესობის მოპოვების შანსი არც ერთ მათგანს არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და მთავრობის ფორმირებისთვის ქვეყანაში ხანგრძლივი მოლაპარაკებები გახდება საჭირო.

არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ დილით გამოქვეყნდება.

დღის ამბები