26 დეკემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ბენქსის ნახატი ლონდონის სოთბის აუქციონზე გაყიდვისთანავე განადგურდა

ბენქსის მორიგი პროვოკაცია - ლონდონის სოთბის აუქციონზე გაყიდვისთანავე ბრიტანელი არტისტის ნამუშევარი ავტომატურად განადგურდა.

ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი - სახელწოდებით "გოგონა საჰაერო ბურთით" აუქციონის ბოლო ლოტი იყო. ის მილიონ 400 ათას დოლარად გაიყიდა, თუმცა, ვაჭრობის დასრულებისთანავე ტილომ ჩარჩოს შიგნით დამალული ქაღალდის გამანადგურებელ მოწყობილობაში გაიარა და ნაკუწებად იქცა.

სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მყიდველს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. აუქციონის წესების თანახმად, მყიდველს დაზიანებულ ლოტზე უარის თქმის უფლება აქვს.

დღის ამბები