27 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
„ამ სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები" - დავით ბაქრაძე ასპინძაში ამომრჩეველს ხვდება

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ასპინძის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს ხვდება. მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების გზების მოძიების გარდა, დავით ბაქრაძე მოსახლეობას პროგრამის პრიორიტეტებზეც ესაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ცხოვრება ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, მატულობს პრობლემები და ადამიანების გაჭირვება.

„ამ სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები, არჩევნებმა უნდა მოიტანოს ცვლილებები, არჩევნებმა უნდა მოიტანოს უკეთესობა. არჩევნებმა  აუცილებლად უნდა მოიტანოს მშვიდობიანი გარდაქმნები და ეს არის ჩვენი დაპირება, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად, მშვიდად და ყოველგვარი შურისძიების და ანგარიშსწორების გარეშე. ამიტომ არჩევნები არის ხალხის ინსტრუმენტი და იარაღი, შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები