27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
აქცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან - გაერთიანებული ოპოზიცია მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მე-15 ბაგა-ბაღის იმ დირექტორის გათავისუფლებას ითხოვს, რომელმაც გუშინ ზაალ უდუმაშვილის თანაშემწეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

ამ მოთხოვნით ისინი დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

აქციის მიმდინარეობისას ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სააგენტოს შენობაში შევიდნენ და 2 საათის განმავლობაში უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე მათთან შესახვედრად მივიდა.

„დაელოდებიან გამოძიებას, ისინი დაუყოვნებლივ არ შეუწყვეტენ მას უფლებამოსილებას გამოძიების დასრულებამდე და ჩვენ რამდენიმე ხნის შემდეგ მივიღებთ მოძალადე ბაღის დირექტორს, რომელიც ახორციელებს უფლებამოსილებას და ასობით ბავშვის აღზრდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს აქციის მონაწილე, დიმიტრი ბიძინაშვილი.

 ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახაბერ გვანცელაძე კი აღნიშნავს, რომ ძალადობა არ ყოფილა და რეაგირება მას შემდეგ მოხდება, რაც ძალოვანი სტრუქტურიდან ინციდენტის შესახებ შესაბამის დოკუმენტს მიიღებენ.

დღის ამბები